თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო