"20 ჭრილობიდან მხოლოდ ორი გამოიწვევდა მძიმე შედეგს" - რას ედავება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურორს - კვირის პალიტრა

"20 ჭრილობიდან მხოლოდ ორი გამოიწვევდა მძიმე შედეგს" - რას ედავება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურორს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, პროკურორს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თეიმურაზ მაგრაქველიძის მტკიცებით, ექსპერტმა მხოლოდ გარდაცვლილის ცხედარზე მიყენებულ 20 ჭრილობაზე ისაუბრა. ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა დაადგინა, რომ ამ ჭრილობებიდან მხოლოდ 2 იყო სასიკვდილო.

"ამ 20 ჭრილობიდან მხოლოდ ორი გამოიწვევდა მძიმე შედეგს. ასეთია ექსპერტიზის დასკვნა. დანარჩენი იყო მსუბუქი ხარისხის ნაჩხვლეტი ჭრილობები", - განაცხადა მაგრაქველიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, მკვლელობა ვეფხია ბაქრაძის ძლიერ აღელვებას მოჰყვა. კერძოდ, როგორც ადვოკატი ამბობს, ბაქრაძეს მისსავე ნაქირავებ სახლში არ უშვებდნენ და როდესაც სახლში შესვლა მოახერხა, თავად გარდაცვლილმა გაიწია მისკენ დანით. "ბაქრაძე ჰყვება, რომ დანის წართმევის შემდეგ არ მახსოვს არაფერი რა მოხდაო", - განმარტა ბრალდებულის ადვოკატმა.

"დედამ უთხრა, არ მომკლაო" - საზარელი მკვლელობის უმძიმესი დეტალები

"ინტერპრესნიუსი"