საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა - კვირის პალიტრა

საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთი დაშავებული 14 წლის არის. ერთ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ყველა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის დროს დაზიანდა ავტომობილიც.

დაზარალებულები სოფელ ყარაჯალას მკვიდრები არიან. მათი თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა. მხარე დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"