თბილისში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"