"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა..." - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში - კვირის პალიტრა

"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა..." - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში

ოკუპირებულ სოხუმში, საბანკეტო დარბაზში Абырлаш უმისამართო სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინტერნეტ-გამოცემა Apsadgil.info-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, რა დროსაც დარბაზში ქორწილი იმართებოდა და სტუმრებმა დღესასწაულის აღსანიშნად ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღიდან ისროლეს.

ინცინდენტის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, 60 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ფეხძმიმედ იყო. ორივე დაჭრილი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ადგილობრივი "შსს-ს" ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, "ამ დრომდე იძებნება აფხაზეთში დაბადებული 33 წლის ხაგუშ ალხასი, რომელსაც ეკუთვნის იარაღი, საიდანაც საბანკეტო დარბაზში გასროლა მოხდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება", - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახური.

დანარჩენების ვინაობის შესახებ, რომლებიც ასევე უმისამართოდ ისროდნენ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყების ე.წ. პრესსამსახურის განცხადებით, "ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება მამაკაცს, მას ჭრილობა კისრისა და ხერხემლის არეში აქვს მიყენებული. მას შემდეგ, რაც დაჭრილს სოხუმში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, სოჭის მე-4 საავადმყოფოში, ნეიროქორირგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა" . განაგრძეთ კითხვა