მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება მოწამვლას უკავშირდება? - რას ამბობენ იუსტიციის სამინისტროში? - კვირის პალიტრა

მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება მოწამვლას უკავშირდება? - რას ამბობენ იუსტიციის სამინისტროში?

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ასევე, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. გარდა ამისა, უწყება ორშაბათს განცხადებასაც გაავრცელებს.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა მოწამვლას უკავშირდებოდეს. როგორც ჩივიაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.