რატომ დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი?

სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურში განცხადება კეთდება.

თვალავაძის დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდება. სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გარდა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ასევე ამავე საქმეზე 5 პირი დააკავა.