რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებს (+ ვიდეო) - კვირის პალიტრა

რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებს (+ ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან მოქალაქეები გამოძახებაზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადის თანამშრომლებს. როგორც გაირკვა, ფაქტი 14 სექტემბერს მოხდა.

"ფაქტი თბილისში, თელავის ქუჩაზე მოხდა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები გამოძახებაზე მივიდნენ, პაციენტის ახლობლებს მძღოლმა მიუთითა, რომ რეანომობილის კარი ფრთხილად დაეხურათ. ამის გამო სცემეს..." - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარისას ერთ-ერთი თვითმხილველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა.

"გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა.  განაგრძეთ კითხვა