"ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“ - ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

"ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“ - ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"როგორც ამბობენ, ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“, - აცხადებენ თვითმხილველები.