"ხმოვანი სიგნალიც მივეცით და მუხრუჭიც გამოვიყენეთ, მაგრამ..." - რას ამბობენ იმ მატარებლის მემანქანეები, რომელიც 20 წლის გოგოს დაეჯახა
25-09-2018
"ხმოვანი სიგნალიც მივეცით და მუხრუჭიც გამოვიყენეთ, მაგრამ..." - რას ამბობენ იმ მატარებლის მემანქანეები, რომელიც 20 წლის გოგოს დაეჯახა
მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა. საუბარია სამგზავრო მატარებელზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ
დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა, გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული პირია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ
რომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით