საბავშვო ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელი და მისი თანაშემწე დამნაშავედ ცნეს
25-09-2018
საბავშვო ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელი და მისი თანაშემწე დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე მ.ვ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ა.გ.-მ და აღმზრდელის თანაშემწემ მ.ვ.-მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის
სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ა.გ.-ს მათ და მ.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მის
დამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი,) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.გ. და მ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 3 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღზე.


ok
27 სექტემბერი 2018 20:17
ბაღებს და სკოლებს თუ მიხედეს ჯიბეებს ვინ გაისქელებს
ნინო
25 სექტემბერი 2018 15:07
აღმზრდელები გასაგებია, მაგრამ ბაგა-ბაღის შენობას უსაფრთხოების ზომები არ უნდა ჰქონოდა გათვალისწინებული? ასეთ მდგომარეობაში ბევრი შენობაა სამწუხაროდ...

რედაქტორის რჩევით