ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც შესაბამისი გამოკვლევებისთვის "ავერსის კლინიკაში" დღეს გადაიყვანეს, საავადმყოფო უკვე დატოვა.

როგორც ჟურნალისტებს "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ განუცხადა, მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს, რომელსაც რამდენიმე სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა კლინიკაში. ის ამბულატორიულად იყო შემოსული. ჩაიტარა ის გამოკვლევები, რაც დანიშნული ჰქონდა პირადი ექიმის მიერ. ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული კვლევები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ექიმის კონსულტაციები. უკვე აღარ იმყოფება კლინიკაში", - განაცხადა ჯორბენაძემ.

მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.