ბარცბას "სამეულმა" ქართველი ქურდებისგან "ობშიაკი" მოითხოვა - როგორ დასრულდება აფხაზი და ქართველი "კანონიერი ქურდების" სისხლიანი დაპირისპირება? - კვირის პალიტრა

ბარცბას "სამეულმა" ქართველი ქურდებისგან "ობშიაკი" მოითხოვა - როგორ დასრულდება აფხაზი და ქართველი "კანონიერი ქურდების" სისხლიანი დაპირისპირება?

როგორ მოგვარდება აფხაზი და ქართველი "კანონიერი ქურდების" სისხლიანი დაპირისპირება

"პოლიტიკაში არეული ქურდული სამყარო და კრიმინალით გაჯერებული პოლიტიკა", - ასე ეხმაურება აფხაზური მედია რეგიონში მიმდინარე კრიმინალურ პროცესებს. აფხაზეთში "კანონიერი ქურდებისა" და "კრიმინალური ავტორიტეტების" ბრძოლამ კარგა ხანია სახიფათო მასშტაბი შეიძინა. ცოტა ხნის წინ "კანონიერი ქურდის", 52 წლის რაულ ბარცბას ავტომობილს ყუმბარსატყორცნი ესროლეს. როგორც ამბობენ, გასაფრთხილებლად...

ბარცბა ქურდულ სამყაროში "პიზას" მეტსახელით არის ცნობილი და წლებია, აფხაზეთში გავლენიან ქართველ, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდ ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე ნიკა გაგრინსკისთან არის დაპირისპირებული. არსებული ცნობით, ბოლო შემთხვევაც შურისძიებას უკავშირდება. თუმცა, საქმე უფრო რთულადაა და პიროვნულ დაპირისპირებას ეთნიკური და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

რუსული გამოცემა პრიმეცრიმე.რუ-ის ცნობით, ბარცბასთვის მიუღებელია, რომ აფხაზეთში თანხები არასწორად ნაწილდება. მას ე.წ. კანონიერი ქურდების მოშორება სურს, განსაკუთრებით გალის რაიონიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ის 300-მდე თანამოაზრესთან ერთად ჩავიდა. მათ შორის იყვნენ რეგიონში გავლენიანი პირები - მისივე "ნათლული" ასტამურ შამბა ("ასტიკი") და ალხაზ ავიძბა ("ხასიკი"). მოსახლეობა მათ "სამეულად" მოიხსენიებს და ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ავტორიტეტები არიან. ბარცბას "სამეულმა" ქართველი ქურდებისგან "ობშიაკი" მოითხოვა. "ობშიაკის" ბარცბასთვის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, გალელი მურმან ლემონჯავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარცბას "გალში ვიზიტი" შეტაკების გარეშე ვერ ჩაივლიდა. დაპირისპირება თავიდან რომ აერიდებინათ, რუსეთიდან გალელმა ქურდმა კახაბერ ფარფალიამ დარეკა და მათ თანხის ბარცბასთვის გადაცემა ურჩია... აფხაზური მედიის ცნობით, თანხა, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი, გალელი თხილის გამყიდველებისგან არის აგროვებული... ითქვა, რომ მშვიდობა, რომელიც ფარფალიას ძალისხმევით შენარჩუნდა, დროებითია.

ცნობისთვის: იმ ათი ე.წ. კანონიერი ქურდიდან, რომლებიც ბოლო წლებში აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობდნენ, ამჟამად ექვსი დარჩა. მათგან ოთხი აფხაზია, ორი - ქართველი და ყველა მათგანზე ლიდერობას ცდილობს ბარცბა. მიიჩნევს, რომ რეგიონში აფხაზის სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს.

ბარცბასთან შეჯახებას ვერც გაგრელი ქართველი ნიკოლოზ დგებუაძე გადაურჩა. ბარცბა წინააღმდეგი იყო, დგებუაძეს გავლენა ჰქონოდა აფხაზეთში. ნიკა გაგრინსკი უკან არ იხევს და როგორც მშობლიურ ქალაქში, ასევე რეგიონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

...

გასული წლის 24 აგვისტოს გუდაუთაში ე.წ. ქურდების შეხვედრისა და გავლენების გადანაწილების შესახებ მოლაპარაკების მცდელობა სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მაშინ ნიკა გაგრინსკი დაჭრეს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად