"ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა" - კვირის პალიტრა

"ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა"

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს.

"რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს.

იხილეთ ლევან ყიფიანის ჩვენება სრულად