სტამბოლში კრიმინალური ავტორიტეტების "სხადნიაკს" გავლენიანი "კანონიერი ქურდის" დაკავება მოჰყვა
სტამბოლში კრიმინალური ავტორიტეტების "სხადნიაკს" გავლენიანი "კანონიერი ქურდის" დაკავება მოჰყვა
7 ოქტომბერს, სტამბოლში, კრიმინალური ავტორიტეტების მორიგი მასშტაბური შეკრება გაიმართა, ПРАЙМ КРАЙМ-ის ცნობით, შეხვედრას ის "კანონიერი ქურდები" ესწრებოდნენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, "სხოდკას", რომელსაც ათეულობით ე.წ. კანონიერი ქურდი დაესწრო, ნადირ სალიფოვი, იგივე "გულუ" ხელმძღვანელობდა. შეკრებას 40-მდე პირადი დაცვის წევრიც ესწრებოდა. ცენტრალური აზიის კრიმინალურ ავტორიტეტთა ლიდერად ახტამ "სამარკანდსკი" წარსდგა. ამას გარდა, შეხვედრაზე ესრებოდა 100 ე.წ. კანონიერი ქურდი უზბეკეთიდან, 30 - ყაზახეთიდან, 50-მდე ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.

"ასეთი "სხოდკა" სტამბოლში აქამდე
არ ჩატარებულა. მასში მონაწილეობდა "გულუსთან" დაახლოებული ათეულობით ცნობილი "კანონიერი ქურდი". შეხვედრაზე ძირითადად განიხილავდნენ, როგორ უნდა გადაეჭრათ საკამათო საკითხები და ვინ იქნებოდა მათი "მოსამართლე". ამას გარდა, საუბრობდნენ როგორ უნდა დაიხარჯოს ფული, რომელიც შემოდის "ობშიაკში". ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეკრება იყო", - განუცხადა სააგენტოს იმ
ერთ-ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

ახალი მოთხოვნა უზბეკ "კანონიერ ქურდებს"

როგორც აღმოჩნდა, "კანონიერი ქურდების" გრანდიოზული შეხვედრა, მხოლოდ საკამათო საკითხების მოგვარებას არ შეეხებოდა. "სხოდკაზე" უზბეკ კრიმინალურ ავტორიტეტებს იმ ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, რომელიც მათ "ობშიაკიდან" აიღეს.

წყაროს ცნობით, ნადირ სალიფოვმა კრიმინალურ ავტორიტეტებს საინტერესო ფაქტის შესახებ უამბო. მისი თქმით, 2010 წელს სალიფოვმა ერთ-ერთ უზბეკ მწარმოებელს, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტით იყო დაკავებული, 10 მილიონი დოლარი მისცა, იმ პირობით, რომ ის თანხას "ობშიაკში" 2019 წლის დასაწყისამდე დააბრუნებდა. "გულუს" თქმით, თუ ეს უზბეკი მწარმოებელი თანხას არ დააბრუნებს, კრიმინალური სამყაროს წესებით დაისჯება.

"შეხვედრაზე "გულუმ" თქვა, რომ ეს საკითხი უკვე განხილული აქვს უზბეკ "კანონიერ ქურდთან" ბახტი "ტაშკენტსკისთან". სალიფოვმა თქვა, რომ ბახტი ამ საკითხში მას მხარს უჭერს", - ამბობს შეხვედრის დამსწრე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი.

მანამდე შეხვედრა ასევე სტამბოლში ა.წ. იანვარში გაიმართა, რომელსაც საქართველოში დაბადებული ორი კანონიერი ქურდი - მინდია გორაძე (იგივე ლავას ოღლლავასი) და ნადირ სალიფოვი (იგივე გულუ) ხელმძღვანელობდნენ. ამ შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა საქართველოში სფეროების გადანაწილება გახლდათ.

"გულუ" დააკავეს

"სხადნიაკიდან" ერთი დღეც არ იყო გასული, როცა სამართალდამცავებმა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონის "გულუს" დაკავების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, 8 ოქტომბერს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, 46 წლის ნადირ სალიფოვი დააკავეს. მას სასიკვდილო თავდასხმაში, თაღლითობასა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდაში დასდეს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ ნადირ სალიფოვი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა, 22 წელი იყო დაკავებული მკვლელობის, უკანონო იარაღის შენახვის, თაღლითობისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ვაჭრობის ბრალდებით. (წყარო)

თარგმნა ნიკა გულუამ

mixo
12 ოქტომბერი 2018 16:36
a bijo ar meleva sajavrebeli,neta vin iko es a,vin dagichira salif ?????
fxi
12 ოქტომბერი 2018 14:46
ეს შაჰია თუ ქურდი?
სააკაძე
12 ოქტომბერი 2018 13:14
,,ხალათი" არ დაკარგოს არსად, ცოტა დიდი აქვს. ქურდი :)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?