მამაკაცმა საკუთარი სახლი, სავარაუდოდ, შვილთან კონფლიქტის გამო გადაწვა - კვირის პალიტრა

მამაკაცმა საკუთარი სახლი, სავარაუდოდ, შვილთან კონფლიქტის გამო გადაწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ყოყოჩაშვილების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლის დიდი ნაწილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი სახლს სავარაუდოდ მეპატრონემ, შუახნის მამამაკაცმა შვილთან კონფლიქტის გამო წაუკიდა. მეზობლების თქმით, მამაკაცსა და მის შვილს შორის უთანხმოება ხშირად ხდებოდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.