"კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა ქართველობას" - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი?
"კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა ქართველობას" - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი?
"ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ის, რომ სა­ფა­რო­ვი ბარ­ში სტუმ­რებს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე არ ესა­უბ­რე­ბო­და", - ამის შე­სა­ხებ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ დი­რექ­ტორ­მა ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ მოკ­ლუ­ლი ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცენ­ტრის იუ­რის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ხე­ზეა 109-ე მუხ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. კერ­ძოდ, მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლია ჯგუ­ფუ­რად, ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით, რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი ან ეთ­ნი­კუ­რი შე­უმ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო.

„ამ
საქ­მე­ში ერთ მხა­რეს არის მოკ­ლუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ქსე­ნო­ფო­ბი­ი­სა და რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს არი­ან ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ
უნდა მოხ­დეს საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა 109-ე მუხ­ლით, რად­გან სა­ხე­ზეა ქსე­ნო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს არის ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლია სი­ძულ­ვი­ლის მო­ტი­ვი.

ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ის, რომ სა­ფა­რო­ვი ბარ­ში სტუმ­რებს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე არ ესა­უბ­რე­ბო­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­ფლიქ­ტის დროს სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და სამ­შობ­ლო­სა და ქარ­თვე­ლო­ბას. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვის მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქსე­ნო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და,"- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ბარ­ში, სა­დაც ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, პერ­სო­ნალ­მა არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია იმის გამო, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ავიწ­რო­ვებ­დნენ უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქე­ებს და აცხა­დებ­დნენ, რომ ვინც ქარ­თვე­ლი არ არის, უნდა მოკ­ვდეს.

25 წლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვი­ტა­ლი სა­ფა­რო­ვი 2018 წლის 30 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს. სა­ფა­რო­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩარ­თუ­ლო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში" მუ­შა­ობ­და.

ლაურა.
12 ოქტომბერი 2018 13:53
საქართველოში რომ პატივს სცემენ სხვა ეროვნებას ეს ყველამ ვიცით.ამიტომ ნუ აღრმავებთ შუღლს ეროვნებებს შორის. ისე ხარაგაულში ჩინელებმა ხუთი ქართველი ახალგაზრდა რომ მოკლეს რატომ არ ტეხთ განგაშს უფლება დამცველებო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?