"სოფის დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და" - საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
"სოფის დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და" -  საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს. დაუზუსტებელი ცნობით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

"სოფო, როგორ მგვტკივა და როგორ გელოდით, ჩვენო გოგო", - წერენ გოგონას "ფეისბუკგევრდზე" მისი ახლობლები.

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო
მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდარის თაობაზე ინფორმაცია ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიმა შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძემ გაავრცელა.  მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია და ქალს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

"გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი
23 წლის სოფო წიკ­ლა­უ­რი, გოგონა იპო­ვეს ბი­ნა­ში ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი, დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და..." - დაწერა სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­რე­ჯან ღამ­ბა­ში­ძე:

"სოფო სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ჭკვი­ან, კრი­ა­ლა თვა­ლე­ბი­დან, სევ­და­ნა­რე­ვი ტკი­ვი­ლი მი­ყუ­რებ­და.მივ­ხვდი ცხოვ­რე­ბის სუს­ხი­ან წლებს მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და. არა­და სულ 23 წლის თუ იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი, ვთხო­ვე მო­სუ­ლი­ყო ჩვენს "ქარ­თულ სახ­ლში" დამ­პირ­და კიო, თით­ქოს წა­მი­ე­რად მოს­წყდა წარ­სუ­ლის წა­მებს, გა­ი­ხა­რა, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რით, მაგ­რამ არ მო­ვი­და, და­მე­კარ­გა... ამ დღე­ებ­ში ბავ­შვის სუ­რა­თი გად­მო­მიგ­ზავ­ნა ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რომ "და­ვი­კარ­გე­თო".

დღეს კი შავ ფარ­დად და­ეშ­ვა სიყ­ვა­რუ­ლი, ოც­ნე­ბა, იმე­დი და ყვე­ლა მისი სა­ი­დუმ­ლო. ბავ­შვი­ვით გავ­შრი... სოფო დავ­კარ­გეთ, ალ­ბად უკა­ნას­კნე­ლად ცრემ­ლი მოს­წყდა გა­ნა­წა­მებ დე­დას, რო­მე­ლიც მის ერთი თვის შო­ბილს ხარ­ბად უყუ­რებ­და და შვე­ლას ითხოვ­და. მისი პა­ტა­რა დე­დას ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს, ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას ყოფა ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბედს წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გათ­ვლის.ემიგ­რა­ცი­ა­ში კი მსხვერ­პლი იზ­რდე­ბა. ვე­რა­ფერს ვშვე­ლით..."

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?