"სოფის დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და" - საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"სოფის დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და" - საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს. დაუზუსტებელი ცნობით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

"სოფო, როგორ მგვტკივა და როგორ გელოდით, ჩვენო გოგო", - წერენ გოგონას "ფეისბუკგევრდზე" მისი ახლობლები.

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდარის თაობაზე ინფორმაცია ინფორმაციას "ფეისბუკის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელიმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.  მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფო წიკლაურია და ქალს 2 თვის ბავშვი დარჩა.

"გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური, გოგონა იპოვეს ბინაში ორი დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..." - დაწერა სიხარულიძემ.

გარდაცვლილი გოგონას შესახებ წერს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დარეჯან ღამბაშიძე:

"სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს "ქართულ სახლში" დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ "დავიკარგეთო".

დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ, ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის.ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით..."

იხილეთ ასევე: "ყელზე ტელეფონის კაბელი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ, გაგუდეს" - რას ამბობენ საბერძნეთში გარდაცვლილი გოგონას ბიძა და მეგობარი?