ქუთაისის ცენტრში ავტომანქანა სამედიცინო დაწესებულების შენობაში შევარდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის ცენტრში ავტომანქანა სამედიცინო დაწესებულების შენობაში შევარდა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში შევარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ავტომობილს მართავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა განმარტებით , ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი თამარ მეფის ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.