აქვს თუ არა სუბელიანს რამე მტკიცებულებები ხელისუფლების წინააღმდეგ? - ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა სუბელიანს რამე მტკიცებულებები ხელისუფლების წინააღმდეგ? - ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, რაც საგამოძიებო ორგანოს შენობის დატოვების შემდეგ ჯაფარიძემ დაადასტურა, არის ის, რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა მირზა სუბელიანთან.

კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა მართლაც სუბელიანს რამე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ჯაფარიძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და პროკურატურის ცენტრალური შესასვლელი ავტომობილით დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"