დავით ცუხიშვილი:"ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი" - კვირის პალიტრა

დავით ცუხიშვილი:"ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი"

ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ კვირას გავრცელებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ცუხიშვილმა განუცხადა. მან ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დასრულდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ი.პ-ს გამოკითხვაც, თუმცა მას პროკურატურის შენობა ამ დრომდე არ დაუტოვებია.

დღესვე მთავარ პროკუირატურაში იმყოფებოდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც მედიასთან ასევე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"