მირზა სუბელიანის დასაკითხად ციხეში პროკურორები შევიდნენ - კვირის პალიტრა

მირზა სუბელიანის დასაკითხად ციხეში პროკურორები შევიდნენ

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოსაკითხად პროკურორები შევიდნენ.

პროკურორები მირზა სუბელიანს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხავენ.

მირზა სუბელიანთან იმყოფებიან ასევე მისი ადვოკატებიც - ეკა ხუციშვილი და ინგა ჩალაური.