პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა - კვირის პალიტრა

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად აღიკვეთა.

"მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ასევე: ადვოკატის განცხადებით, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა