"ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, "ვიბაზრებ“ ყველა საქმეზე და ტყუილით აგიყირავებთ... მერე ამტკიცონ, რომ ტყუილია" - კვირის პალიტრა

"ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, "ვიბაზრებ“ ყველა საქმეზე და ტყუილით აგიყირავებთ... მერე ამტკიცონ, რომ ტყუილია"

ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, "ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმე, "ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში საუბრობს.

ამავე აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ იტყვის, თითქოს ეს ჩანაწერები საზღვარგარეთ აქვს დაზღვეული.

"მაგათ გადაეცი ვიღაცა გამო... ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, "ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, "ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან“, - ეუბნება სუბელიანი პარლამენტის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს.

ამის შემდეგ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს ეს ჩანაწერები სუბელიანს თუ იტყუება, რაზეც მირზა სუბელიანი პასუხობს: "კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? - სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა...ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი, რაზეც ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს: "ე, ბიჭო, ეგრე არ გამოვა რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება“.

იხილეთ ასევე: "ბოლომდე მწირავენ... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე"