"სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან" - კვირის პალიტრა

"სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან"

სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გამო...ი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბრობს.

ამავე აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას შეუთვალეს, "მირზამ კუში თქვას, საარჩევნოდ ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო“.

"წესით, წელი კი არა, ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი არ უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ, მე გავხსენი ეს დედა....ი საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ...ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გამო...ი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საარჩევნოდ ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს?! ისიც ხო იცი, რომ სარალიძის თქმა არაა მინელებული. რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის. მე ხომ ვიცი, ეს ყველაფერი ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ. ეგ არაა კაცური საქციელი, არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა....ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაცა გამო... ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო“, - ეუბნება სუბელიანი პარლამენტის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს.

იხილეთ ასევე: "სუბელიანს ვურჩევ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი არიან ჩემი შვილის მკვლელები"