"ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს... ამოღებულია ციტრამონი" - რას ამბობს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს... ამოღებულია ციტრამონი" - რას ამბობს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატი?

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში - "ბასიანი", "გალერი" და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ. სპეცოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ, ყველა დაკავებული ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციამ სპეცოპერციების შედეგად დააკავა: კაფე "გალერის" დაცვის წევრი, 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

რა ეტაპზეა ამჯერად "ბასიანის საქმე" - ამის გასარკვევად AMBEBI.GE ორი დაკავებულის - ვიქტორ ჟამუტაშვილის და ქეთი მურუსიძის ადვოკატებს დაუკავშირდა.

ჟამუტაშვილის ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე დუმილის უფლებას იყენებს:

"მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმეები გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არცერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე ჯობია პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.

სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ყიდნენ ნარკოტიკს. გაგრძელება