დაკავებულია 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ადამიანი გაიტაცა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა - კვირის პალიტრა

დაკავებულია 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ადამიანი გაიტაცა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.

ინფორმაციაზე შსს-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.