ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 5 გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 5 გაათავისუფლეს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 5 გაათავისუფლეს. მათ პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა.

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს. ბრალი კი ოფიციალურად წაუყენეს მარინა ესაძეს ქმარს, მამუკა ესაძეს, რომელიც არსებული ინფორმაციით გატაცების ორგანიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

"ინტერპრესნიუსი"