თელავში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თელავში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

თელავში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"