სამართალდამცველებმა "გირჩის" კიდევ ერთი წევრი და ორი მხარდამჭერი დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცველებმა "გირჩის" კიდევ ერთი წევრი და ორი მხარდამჭერი დააკავეს

"გირჩის" წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად "გიჩი" ავრცელებს.

დღეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა "დედაენის ბაღში" უკვე დააკავეს "გირჩის" ლიდერები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი გადაყვანა განყოფილებაში, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:20 საათზე "დედაენის ბაღში" "გირჩი" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.

იხილეთ ასევე: რატომ დააკავეს "გირჩის" ლიდერები? - შსს განცხადებას ავრცელებს