"დედაენის ბაღში" მიმდინარე "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს - კვირის პალიტრა

"დედაენის ბაღში" მიმდინარე "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

"გირჩის" მიერ "დედაენის ბაღში" ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებამდე პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო