შსს: "მარიხუანას ე.წ.ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირია დაკავებული" - კვირის პალიტრა

შსს: "მარიხუანას ე.წ.ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირია დაკავებული"

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებულია 11 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"გირჩის" მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.