"გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ" - კვირის პალიტრა

"გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ"

გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ, - ამის შესახებ სავარაუდოდ მირზა სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერში საუბრობს.

ფარულ აუდიო-ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

"აქ ვიღაცას უნდა, რომ სუსტი მხარეები დაიჭიროს და თქვას, ოთხი წელია ბაჩო და ვანო სხედან და მირზას რა აწკმუტუნებს? ჩათლ...ის მეტი რა გვინახავს ცხოვრებაში. ეს უნდათ თქვან, რომ წუწუნებსო. მე ამას არ ვათქმევინებ. გენინსპექციის უფროსი ჩემი ძმაკაცია, რაც მე ამათზე ვიცი, აქ ვინც არიან, ზემოთ ვინც არიან, ყველაზე ეგ რომ დავუდო... გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ. ჩემი ხელით მაქვს შეტანილი პლანშეტი. აბა ბაჩო უკეთესად უნდა იჯდეს და რა არ მესმოდა", - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

სუბელიანი აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს "ქართულ ოცნებაში" "ხოდი" მიეცა და პატიმარ კაცს ძირავს.

"რომ გამოვალ მერე დავილაპარაკებ ვიღაცეებთან. ოცნების კოშკებს მპირდებოდნენ, ასე იჯდები ისე იჯდებიო. აქ ჯდომა ჩემნაირი ტიპისთვის არის ჯოჯოხეთი. მე მიკვირს რატო არ არის ჩემს მიმართ ნდობა. ლაშა ნაცვლიშვილის ხელი ურევია ყველაფერში. ფაქტზე რომ დავიჭირეთ მაშინ ზვიადზე, უსაფრთხოების უფროსზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობდა, მშენებლობებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩავჯექი გაამართლეს. ეს ღურწკაია არის მითრეული, ნაცვლიშვილს პარტიაში "ხოდი" მიეცა და მძირავს და მძირავს პატიმარ კაცს. ფიქრობს, რომ არ მომივა ეს ინფორმაცია", - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს არის გაკეთებული.

იხილეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სრულად