ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"