ლია მუხაშავრია: "ყველა მძევალია, ვისაც ეს ჩანაწერები შეეხო"
ლია მუხაშავრია: "ყველა მძევალია, ვისაც ეს ჩანაწერები შეეხო"
"ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ჩანაწერები შეიძლება ისე დაამონტაჟო, საწინააღმდეგო აზრი შესძინო და გამოაქვეყნო. თუმცა, დღეს შინაარსი ისეთი არსებითი გახდა, ავთენტურობის საკითხი აღარც კი დგას"

ხელისუფლების უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ მათაც ეშინიათ, მათ წინააღმდეგაც არის მასალები და ამიტომ ემართებათ ასეთი გაშტერება თუ დაშტერება",­ - ასე აფასებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია სუბელიანის ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქციას. მისი აზრით, ამ ჩანაწერების მთავარი პრობლემა კომპრომატებია, რაზეც­ ხელისუფლება დგას და სწორედ ამაზე
უნდა გამახვილდეს ყურადღება.

- ისე დაიბნა ხელისუფლება, რომ ყველა მძევალია, ვისაც ეს ჩანაწერები შეეხო, ვინც მოიხსენიეს, როგორც მსხვერპლი და როგორც მოძალადე და დამნაშავე.

- ერთმანეთის წინააღმდეგ აქვთ კომპრომატები?
- ამ ტაქტიკას ჩვენს ქვეყანაში­ კარგა ხნის ისტორია აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უფრო განვითარდა და მას მრავალმხრივ
იყენებენ. მულტიფუნქციური გახდა­ ფარული მოსმენები და ჩანაწერები. შეიძლება წარმოიდგინო, რომ თუკი ეშმაკის პოზიციიდან ჩასაფრდები, ყველა მიმართულებით შეგიძლია გამოიყენო. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ჩანაწერები შეიძლება ისე დაამონტაჟო, საწინააღმდეგო აზრი შესძინო და გამოაქვეყნო. თუმცა, დღეს შინაარსი ისეთი არსებითი გახდა, ავთენტურობის საკითხი აღარც კი დგას.

- მონაწილეები არ უარყოფენ ჩანაწერების ნამდვილობას, თორემ ხელისუფლება სწორედ ამაზე აპელირებს და პასუხს თავს ამით არიდებს­ - ჯერ ავთენტურობა დადგინდესო.
- მართლაც უნიკალურ სიტუაციაში ვართ, ასეთი დონის სკანდალი სხვა ქვეყნებში არ მახსე­ნდება, ამ თვალსაზრისით ჩვენი "უპირატესობა" მართლაც ბადებს ბევრ კითხვას...
ყველაზე საცოდავად ხელისუფლება გამოიყურება, იმ შესაძლო დამნაშავეების ფონზეც კი, ვინც მოხსენიებულია ჩანაწერებში ან აღიარებს ჩადენილ უკეთურობებს. ხელისუფლების ეს უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება ხანდახან მაფიქრებინებს, რომ მათაც ეშინიათ, მათ წინააღმდეგაც არის მასალები და ამიტომაც ემართებათ ასეთი გაშტერება თუ დაშტერება.

- სუბელიანი ამ ჩანაწერებში,­ გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს კომპრომატებზე, ამბობს იმასაც, რომ ჰყავდა შეიარაღებული ჯგუფი, რომლითაც "აკეთებდა" საქმეს. ეს აღიარება რას ნიშნავს?
- ამ შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა ცოტა გადაჭ­არბებული მგონია. არა მგონია, რომ რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებები არსებობდა, თუმცა, ცხადია, ესეც კანონდარღვევაა, მაგრამ არა იმ რანგის, რომ მას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ვუწოდოთ. ეს არის ძმაბიჭების გუნდი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი შეუძლია და მერე ეს ყველაფერი შერჩება.

- შეიარაღებული დაჯგუფებაც ხომ ეს არის... ყიფიანის ჩანაწერებში სწორედ ასეთი ფუნქციით ფიგუ­რირებს ფარცხალაძის დაჯგუფება.
- ცხადია, ფარცხალაძეს ჰყავს ასეთი ჯგუფი, რომელიც მის პირად უსაფრთხოებას იცავს და მუდმივად ახლავს. ეს ჯგუფი­ შედგება თავზე ხელაღებული ადამიანებისგან, რომელთაც პასუხს არავინ სთხოვს.
მე იმის თქმა მინდა, რომ არა მგონია, სუბელიანს ასეთი დაჯგუფება ჰყავდეს. ფარცხალაძის შემთხვევაში საქმე უფრო რთულად მგონია.

- ამ ჩანაწერებში ყველაზე სახიფათოდ რა მიგაჩნიათ?
- არა ის, რომ სუბელიანს რაღაც კომპრომატები აქვს, არამედ ის, რომ მას შეუძლია, ციხეში­ მჯდომიც კი იმუქრებოდეს. და ამ მუქარას თვითონაც რეალურად აღიქვამს და ისინიც, ვისაც ემუქრება.

- ესე იგი, მას მართლაც ექნება ეს მასალა...
- რა თქმა უნდა, აქვს.

- ვისზე?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი სამსახურებრივი გამოცდილება და ციხესთან კავშირი გულისხმობს ბევრ ადამიანთან ურთიერთობას, შესაძლოა, ეს წრე ძალიან ფართო იყოს.

- ეს წრე ბიძინა ივანიშვილამდე მივა? შეიძლება მას კომპრომატები სწორედ ივანიშვილზე ჰქონდეს?
- ალბათ, მივა, რადგან მან შექმნა ეს სისტემა და სათავეში ის დგას. მისი მართვის სტილი ასეთია, სხვანაირი მართვა მან არ იცის.

- პარლამენტის ასეთი მფარველ­ობა, თუნდაც ის, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს, როგორ­ ავხსნათ?
- მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ეშინოდეს კომპრომატების, მაგრამ­ იძულებულია, ასე მოიქცეს. თუმცა, როდესაც პარლამენტარებზე ვლაპარაკობთ, არ არის გამორიცხული, რომ მათ მირზა სუბელიანს რაღაც უთხრეს, ან სთხოვეს და ახლა იმის შიშით, რომ არ ალაპარაკდეს, იძულებული არიან, ვითომ დაიცვან. საერთოდ, მეჩვენება, მისგან ბევრი თანამდებობის პირია დავალებული და ამიტომაც არის აღშფოთებული - ერთი მკვლელობის საქმე ვერ ჩაფარცხეს და იძულებულია, ციხეში იჯდეს...

თუკი ადამიანების მართვისთვის კომპრომატებს გამოიყენებ, ცხადია, ეს იქნება ერთადერთი და უმთავრესი მამოძრავებელი, როგორც ხერხემალი, რადგან როგორც კი კომპრომატებით იწყებ ლაპარაკს, მთელი სისტემა ამაზე იგება, დემოკრატიულობის ნიშანწყალიც აღარ რჩება და მერე ყველა ასე იქცევა.

რუსა მაჩაიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები