"ჩვენი ამოცანაა, ფარულ ჩანაწერებს სამართლებრივი პასუხები გავცეთ"
21-10-2018
"ჩვენი ამოცანაა, ფარულ ჩანაწერებს სამართლებრივი პასუხები გავცეთ"
ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი, საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გავცეთ ის სამართლებრივი პასუხები, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2" - ს განუცხადა.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმის შესაძლო მოსყიდვაზე, მინისტრის თქმით, თუ
იქნება მცირედი დადასტურება მაინც იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, გამოძიება დაიწყება და დამნაშავეები დაისჯებიან.

"ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პ
რაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის თქმით, ამოცანაა, რომ იმ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც არსებობს, სამართლებრივი პასუხი გაეცეს, ხოლო შემდგომ მოხდეს მსჯელობა რა დარღვევა განხორციელდა ამა თუ იმ პირისგან.

"ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი. საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ის სამართლებრივი პასუხები, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერს, გავცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია, როლი ან რაიმე დარღვევა განახორციელა ბატონმა შაყულაშვილმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-მა გუშინ, კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, დავით ცუხიშვილი ამბობს, რომ დეკანოზ შიო მენაბდის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასად შეფასდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით