რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, სადაც ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის სამგზავრო მიკროავტობუსიც.

არსებული ინფორმაციით, "ბე-ემ-ვე-ეს" მარკის ავტომანქანამ, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თბილისის-რუთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და "მერსედესს" შეეჯახა, ეს უკანასკნელი კი ინერციით სხვა ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "მერსედესში" მჯდომი ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
ავარიის გამო მაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია.