უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჭეიშვილი იგივე, "ჟორჟიკიჩი" დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჭეიშვილი იგივე, "ჟორჟიკიჩი" დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ოდესაში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჭეიშვილი ("ჟორჟიკიჩი") დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ "ჟორჟიკიჩი" უკრაინაში დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის კოორდინირებისთვის ჩავიდა.

"მერაბ ჭეიშვილს უნდა გაეკონტროლებინა ფულადი ნაკადების გადანაწილება, რომლებიც ქურდობის, ყაჩაღობის და გამოძალვის გზით არის მიღებული", - განაცხადეს უწყებაში.

"ჟორჟიკიჩი" უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა 3 წლის აუკრძალეს.