რატომ მიმართავენ მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს?
რატომ მიმართავენ მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს?
ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. კერძოდ, ადვოკატები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს 78-ე მუხლი, რაც დაცვას მისცემს უფლებას მალხაზ კობაურთან ერთად დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების.

"სასამართლომ იგივე ხელწერით იმუშავა და მალხაზ კობაური კვლავ პატიმრობაში დატოვა. ასევე, გამოძიებამ ხელი შეუშალა საგამოძიებო ექსპერიმენტს და ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არც სასამართლომ.

მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რადგან გვეზღუდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ჩვენ გვეზღუდება პატიმრის დროებით
გამოყვანის შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

ჩვენ ხვალ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ", - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მისივე თქმით, გამომძიებელი ბექა აკობია პატივს არ სცემს კანონს და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მას სურს შევიდეს ბრალდებულთან და მოლაპარაკება აწარმოოს ჩვენების მისაცემად.

"ეს მიანიშნებს, რომ გამოძიებას უჭირს. ჩვენ შესაბამის
რეაგირებას განვახორციელებთ", - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატები ასევე აპირებენ, რომ მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან ამერიკაში ჩავიდნენ და ისინი გამოკითხონ.

"სმიტების ოჯახის წევრების პოზიცია არ არის ჩვენთვის ცნობილი და ვაპირებთ მათ გამოკითხვას პირისპირ. იმედია, მოგვეცემა ამერიკაში გამგზავრების და სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვის საშუალება", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა