გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.