თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს - კვირის პალიტრა

თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავა.

როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი "ლავასოღლის" აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.

"რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი", - იუწყება თურქული მედია.

თავად ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაკავების ფაქტის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა ინფორმაცია მისთვისაც ცნობილია.

"როგორც მე გავიგე, თურქეთშია დაკავებული. ინფორმაციას ვაზუსტებ", - განუცხადა კობაიძემ "ინტერპრესნიუსს".

იხილეთ ასევე: "აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, იცის, რომ ხმა "კანონიერ ქურდ" ლავასოღლის ხოფაში უნდა მიაწვდინოს"

"ინტერპრესნიუსი"