რას აცხადებენ შსს-ში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის დაკავებაზე?
რას აცხადებენ შსს-ში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის დაკავებაზე?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დაკავებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, "ლავასოღლის" დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

"ლავასოღლი" თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აიყვანეს.

"რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი", - იუწყება თურქული მედია.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, "ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის
ბრალდებით 10 პირი დააკავეს, "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული. გორაძე 36 წლისაა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა