"ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს"-გორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ - კვირის პალიტრა

"ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს"-გორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ

გორში რამდენიმე საათის წინ გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებული გოგონას მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებენ.

მომხდართან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აღნიშნული დეპარტამენტის გორის სამმართველოს თანამშრომლები გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ, ხდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება. გოგონას ახლობლების განცხადებით, უკვე გადამოწმდა სკოლის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერებიც, თუმცა ბავშვი სკოლაში მისული არ ჩანს.

"ინტერპრესნიუსი"