გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

გორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში იპოვეს.

9 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. როგორც სკოლაში აცხადებდნენ, ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

იხილეთ ასევე: ახლობლების ვარაუდით, შესაძლოა ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი ცხედარის დამალვა სცადეს