"ისეთ დროს მოკლეს, რომ გორი აირიოსო" - რა ვერსიებზე საუბრობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა - კვირის პალიტრა

"ისეთ დროს მოკლეს, რომ გორი აირიოსო" - რა ვერსიებზე საუბრობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებულ 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მოზარდის ბიძამ დაუდასტურა. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის.