გარდაცვლილი გოგონას ბაბუა: "დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული, ფეხებზე კი მავთული მობმული" - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი გოგონას ბაბუა: "დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული, ფეხებზე კი მავთული მობმული"

გორში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. გარდაცვლილის ცხედარს გორის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ოჯახს ჯერ არ არ ქვს, თუმცა აქვს რამდენიმე ვერსია. ხვიჩა ბერიაშვილის განმარტებით, იმ შემთხვეაში, თუ სამართლადამცველები მომხდარს დროულად არ გამოიძიებენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

„მე დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული. ფეხებზე, რაღაც მავთული, კარგად ვერ დავინახე. ალბათ, ყველას აწყობს ეს ყველაფერი. აზრი არ ექნებოდა, თუ ვისი ბავშვი იქნებოდა. თუ არ გამოიძიეს, მაგისტრალს გადავკეტავთ. მთელი გორი ფეხზე დადგება. ამას ვამბობ გორელების სახელით,“ - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.

8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.