"ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა"
"ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა"
ფოტო:ვითარება გარდაცვლილი მოზრადის სახლთან
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული გოგონას ბაბუის ძმის თქმით, ბრალდებულმა გოგონა სახლში შეიტყუა.

"სავრაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ...  ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა. სხვა მუშები წასულები იყვნენ, ეს ადამიანი დარჩა და ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც
ვითომ ეძებდა, ინფორმაციებს იღებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, ამ დროს გამოყვანა ურიკით და მერე ისევ უკან იმ სახლში აბრუნდა. ვიცი ვინც არის და ცოცხალს არ დავტოვებ, არც მაგას და არც მაგის ოჯახს. იმ სახლში აწი ვერავინ იცხოვრებს, ეს სახლი უნდა დავანგრევინო.
მე ვარ თვითონ მკვლელობისთვის ნასამართლევი და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, შანსი არაა, მაგათ ცოცხალს არ დავტოვებ".

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობის დილას ბავშვს დედამისისთვის უთქვამს, ტელეფონი მათხოვე, ლამაზი ძაღლი ჰყავთ "ლაიკა" და ფოტოები უნდა გადავუღოო, მაგრამ დედამ ტელეფონი არ გაატანა".

სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.

„როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ურიკის კვალიც ნახე. იმ სახლის მეზობლად მცხოვრებთა თქმით კი, ადრეც შეუმჩნევიათ ეს ნაძირალა ურიკით, როდესაც სამშენებლო ნაგავს ყრიდა, იქვე ახლოს ნაგავსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ბავშვის ცხედრის გადაგდება წყალში უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვეძებდით, ვეძახდით და ჩვენმა ხმაურმა შეუშალა ხელი. ბავშვი, სავარაუდოდ გაგუდა, რადგან გვითხრეს, რომ ყელზეც აქვს დაზიანებები. პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა?!", - გვითხრა ერთ-ერთმა ახლობელმა.


(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

...
27 ოქტომბერი 2018 19:29
ეს მარტო ოჯახის ტრაგედია არაა,ეს ტრაგედია მთელი საქართველოსია.ვინ იცის რამდენი ესეთი არაკაცია ნაადრევად გამოსული ციხიდან და ჩვენს გვერდით დასეირნობს თავისუფლად.საფრთხე ჩვენ ოჯახებსაც ეხებათ.უნდა გამკაცრდეს ამინისტიის კანონი.
...
27 ოქტომბერი 2018 13:41
es araadamiani cocxlad unda daizvas,rom sxvisi ojaxebic ar gaaubeduros,cixe magistvis bairamobaa,gamovada uares gaaketebs,zogs garet kofnas da chimchilit kofnas cixechi jdoma urchevnia,amitom saxalxot unda azamon da moklan,rogorc is angelozi bavchvi azama da mokla,rom sxvamac ar chaidinos egeti danachauli,magas gasamartleba arc chirdeba,kobauristvisac rom miesajat sikvdili es agar gameordeboda
გია
27 ოქტომბერი 2018 12:14
ვძუხვარ, უსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას ოჯახს.საშინელებაა ის რაც მოხდა, ეს არის ჭრილობა რომელსაც ვერასდროს ვერ მოარჩენ. მტკივა გული და კიდევ ერთხელ უთანაგრძობ, ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და იმ თანაკლასელებს, რომლებსაც დააკლა ეს პატარა პაწია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?