რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში? - კვირის პალიტრა

რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში?

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ, რომელიც წარსულში ნასამართლევია, წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოხსენიებული.

მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.

"სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გორში დაკავებულთა წამება გრძელდება. როგორც "ინტერპრესს" სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს, 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში გიორგი არაყიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორის შემოწმებისას გორის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, სასტიკად ნაცემი 20 წლის იაგო ნებიერიძე აღმოაჩინა.

როგორც ნებიერიძე აცხადებს, პოლიციამ იგი ჯერ ბინაში დაკავებისას სცემა, მერე - გორის შს სამმართველოში, შემდეგ კი - პროკურატურაში, გამომძიებელ ცეცხლაძის კაბინეტში აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გამომძიებელი ცეცხლაძე და ცემაში მონაწილე პოლიციელები დაემუქრნენ დაკავებულს, რომ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის გახმაურების შემთხვევაში სასტიკად გაუსწორდებოდნენ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ბავშვი, სავარაუდოდ, გაგუდა, ყელზეც აქვს დაზიანებები... მოძალადეს გოგონას ფოტოები ტელეფონში უპოვეს"