"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, იმდენი ტყუილი გაშუქდა, პასუხს ვაგებინებთ ყველას" - რას ამბობს 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულის დედა - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, იმდენი ტყუილი გაშუქდა, პასუხს ვაგებინებთ ყველას" - რას ამბობს 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

გორში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია. მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინტერვიუ დაკავებული ი.ნ.-ს დედასთან, ქალი ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის, თუმცა აღიარებს, რომ მისმა შვილმა 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა და რამდენიმე თვის წინ დატოვა საპატიმრო. მისივე თქმით, დაკავებისას ამოიღეს მეხსიერების ბარათი, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები ინახებოდა. დედა ამტკიცებს, რომ ეს ბართი მის შვილს არ ეკუთვნის.

"ჩემი შვილი დაკავებული იყო ტელეფონის ქალისთვის წართმევისთვის და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. გვიან ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს, კატეგორიულად უარყოფს ამ საქმესთან კავშირს. ის გუშინ 8 საათზე დაბრუნდა სახლში. ეს ჩიპი ჩემ შვილს არ ეკუთვნის, როგორც ის ამბობს, ბარათი ვიღაცას ათხოვა და არც იცოდა რა იყო ჩაწერილი. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, იმდენი ტყუილი გაშუქდა, პასუხს ვაგებინებთ ყველას".

მეზობლების თქმით, დაკავებულის მამა "რომელიღაც ეკლესიაშია, დედა დამლაგებლად მუშაობს. მათი თქმით, ნებიერიძე აქამდეც ქალზე ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს.

იხილეთ ვიდეო